იაპონიაში მაღალ ტემპერატურას 2018 წლის 9 ივლისიდან დღემდე სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც CNN წერს, მხოლოდ შაბათს, როცა ტემპერატურა 38 გრადუს ცელსიუსს უტოლდებოდა, მაღალი ტემპერატურის გამო ცენტრალურ ტოკიოში თერთმეტი ადამიანი გარდაიცვალა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, სიცხისგან მოყენებული პოტენციური ზიანი ჩვეულებრივ მონაცემებზე მეტია. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ კონკრეტულ ზომებს უნდა მიმართოს, რათა საფრთხე თავიდან აიცილოს.

ქალაქ კუმაგაიაში ტემპერატურამ 41,1 გრადუსს მიაღწია, რაც იაპონიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული ტემპერატურა სეზონის საშუალო მონაცემს თითქმის 12 ნიშნულით აღემატება.

AccuWeather-ის ანალიტიკოსის თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მეტია და, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.