ჯოან როულინგის და Warner bros-ს კიდევ ერთი საჩუქარი- ჯადოსნური ცხოველები ბრუნდებიან, თან მარტო კი არა გრინდევალდის ბოროტ გეგმებთან, ახალგაზრდა დამბლდორის ამბიციებთან და ნიუტ სკამანდერის თავგადასავლებთან ერთად. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ახალი ტრეილერიც გამოვიდა.

ახალი ტრეილერიდან პირველი, რასაც ვიგებთ, არის ის, რომ ჯადოსნური ცხოველების მეორე ნაწილი გაცილებით მასშტაბური და შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო იქნება, ვიდრე პირველი ნაწილი.

ტრილერის პირველივე კადრებში ჩვენთვის საყვარელი ჰოგვორტსი ჩანს და ახალგაზრდა დამბლდორსაც ვხვდებით. ფილმის მეორე ნაწილი მთლიანად დამბლდორის, გრინდელვალდისა და ნიუტ სკამანდერის ამბებს დაეთმობა. როგორც ვიდეოში ჩანს, ცხოველების მოყვარულ ჯადოქარს დამბლდორსა (ჯუდ ლოუ) და გრინდელვალდს (ჯონი დეპი) შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ტრეილერიდან ჩანს ისიც, რომ ნიუტ სკამანდერის პერსონაჟს უფრო ახლოს გავიცნობთ და ვიგებთ ეზრა მილერის გმირის, ქრიდენსის დაბრუნების შესახებაც.

თუმცა, ამ ტრეილერის ყველაზე დიდი პლიუსი მაინც ის არის, რომ ბოლო კადრებში ფილოსოფიური ქვის შემქმნელი ნიკოლას ფლამელი ჩანს, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ გადმოცემებით გვსმენია.

და ბოლოს ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც ტრეილერიდან კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, არის ის, რომ ფილმის პრემიერა 2018 წლის 16 ნოემბერს შედგება.