არსენალის ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

29 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში აღარ სურს.

"ბოლო მოვლენების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიის ნაკრებში აღარ ვითამაშო. რასისტულ და უსამართლო დამოკიდებულებას ვგრძნობ. გერმანიის ნაკრების მაისურს სიამაყით ვატარებდი, თუმცა ახლა ასე აღარა. [...] ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს, რადგან თანაგუნდელების, მწვრთნელისა და ქვეყნისთვის ბოლომდე ვირჯებოდი, თუმცა გერმანული ფეხბურთის წარმომადგენლები ჩემს თურქულ ფესვებს აგდებულად ეკიდებოდნენ და პოლიტიკურ პროპაგანდაში მითრევდნენ, ეს კი არ მაწყობდა. [...] ეს ის მიზეზი არაა, რის გამოც ფეხბურთს ვთამაშობ. ამის მოთმენას აღარ ვაპირებ", - აღნიშნა იოზილმა.

გერმანელმა პოლიტიკოსებმა იოზილი მაისში თურქეთის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს.

იოზილი გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა.