Apple-ის ახალ ოპერაციულ სისტემა iOS 10-ში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ემოჯიების კოლექციაც შეიცვლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში გახშირებული მასობრივი მკვლელობებისა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების დიდი რაოდენობის გამო, კომპანიამ გადაწყვიტა იარაღის ცნობილი ემოჯი, ნაცრისფერი რევოლვერი, უფრო უწყინარი, წყლის თოფით ჩაანაცვლოს.

პალო ალტოში ფიქრობენ, რომ ამით იარაღის პოტენციურ პროპაგანდას თავიდან აიცილებენ.

გარდა ამისა, Apple-ის ინიციატივით, კოლექციიდან საერთოდ გაქრება სანადირო თოფის, იგივე შაშხანის ემოჯი. ეს ცვლილება მხოლოდ Apple-ს მომხმარებლებს არ შეეხებათ. შაშხანის ემოჯი გაქრება ყველა მოწყობილობიდან, მათ შორის Android-დან და Microsoft-ის ყველა აპარატიდან. Unicode, კომპანია რომელიც ადგენს სახასიათო ემოჯების სტანდარტებს, მთლიანად იზიარებს Apple-ს პოზიციას და მათ Microsoft-იც ეთანხმება.

Apple-მა ემოჯის კოლექციაში კიდევ ბევრი ცვლილების შეეტანა გადაწყვიტა.

iOS 10-ის ბიბლიოთეკაში გენდერული თანასწორობაც იქნება დაცული. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სისტემის გამოსვლისთანავე ემოჯის კოლექციაში დაემატება ქალის პერსონაჟები, რომლებიც სპორტით და სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი. აქამდე ასეთი პერსონაჟები მხოლოდ მამაკაცის სახით იყო წარმოდგენილი.