გარდაბნის რაიონის, სოფელ კრწანისში ძლიერი წვიმის შედეგად ხევი ადიდდა და სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისნ ინფორმაციით, დასახლებიდან უკვე განხორციელდა 6 ადამიანის ევაკუირება და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მაშველებმა სტიქიის ზონაში გასაბერი ნავი მოიტანეს, რომლის დახმარებითაც მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან გამოიყვანენ. სტიქიის ზონაში დარჩენილების ზუსტი ოდენობა უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყლის ძლიერი ნაკადის გამო პრობლემები შეიქმნა რუსთავშიც, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო.