ძლიერი ნალექის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში ხევის ადიდებამ საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

უწყების ცნობით, წყლის ძლიერი ნაკადის გამო პრობლემები შეიქმნა რუსთავშიც, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო.