კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადება 19:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაკეთდება.

ამინდის გაუარესების და სტიქიის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანაგაში, ვაქირსა და მაშნაარში შიდა საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები დაზიანდა. სოფელ ანაგასა და ვაქირში დაზიანებულია წყალსადენი მაგისტრალი, სავარგულებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზები, დაზიანებულია ელექტროენერგიის ბოძები. სოფელ ილიაწმინდაში მოვარდნილმა წყალმა დატბორა სახლები.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.