მეკარე ალისონის სარეკორდო ფასად შეძენის შემდეგ ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავისი ფრაზა გაახსენეს, რომელიც მანჩესტერის მიერ პოგბას შეძენის შემდეგ თქვა. მაშინ გერმანელი სპეციალისტი ამბობდა, რომ თუ მსგავსი ძვირადღირებული ტრანსფერები ხშირი გახდებოდა, იგი ფეხბურთიდან წავიდოდა.

"არ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები. ისევე, როგორც მანჩესტერს არ აღელვებს, თუ რას ვიტყვი მე".

"შევიცვალე თუ არა აზრი? დიახ. ნამდვილად ასეა. მაგრამ ჯიუტობას სჯობს, აზრი შეიცვალო. [...] ჩვენ ახლა ის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც გვსურს", - განაცხადა კლოპმა.

პრემიერ ლიგის 2017-18 წლის სეზონი ლივერპულმა მეოთხე ადგილზე დაასრულა. მათ ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოახერხეს თამაში.