პსჟ-ს ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა პარიზულ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ყველანაირ ჭორებს წერტილი დაუსვა.

"პარიზში ვრჩები. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ჭორების უმეტესობა მედიის მიერ იყო მოგონილი. [...] ყველამ იცის, თუ რა მიზნით მოვედი პარიზში. ამ კლუბთან ერთად წარმატების მიღწევა მინდა და იმედია, კარგი სეზონი გვექნება", - განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარს ბოლო პერიოდში ხშირად მადრიდის რეალს უკავშირებდნენ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი პსჟ-ს 2017 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატისა და თასის მოგება შესძლო.