OPEN MEDIA HUB აცხადებს კონკურსს ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან - სამაუწყებლო და ონლიან მედიას შეუძლია წარადგინონ საგამოძიებო რეპორტაჟები თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია მათ ქვეყნებში: კორუფცია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევები. მასალების გაგზავნა საქართველო, მოლდოვის, უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსისთვის აქტუალურ თემებს უნდა შეეხებოდეს.

"შერჩეულ კანდიდატურებს პროდაქშენის პროცესში დახმარებასთან ერთად სამომავლოდაც შევთავაზებთ თანამშრომლობას. სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრისათვის მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტები ევროპულ მედიას შემოდგომაზე ბერლინში წარუდგინონ. ამით რეპორტაჟების დაფინანსების შესაძლებლობაც გაიზრდება", - აღნიშნულია OPEN MEDIA HUB-ის საკონკურსო წინადადებაში.

მედიაპროდუქტი უნდა იყოს:

  • მაუწყებლებისთვის: 12-წუთიანი (სასურველია), ან 26-დან 52 წუთამდე ვიდეო;
  • ონლაინ: Long Read, ვებდოკუმენტების პროექტი, პროფილი;
  • სამაუწყებლო და ონლაინ ფორმატების კომბინაცია.

საგრანტო წერილის ფორმა ღია მედიაჰაბისთვის შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზიები, ონლაინ სააგენტოები);
  • ჟურნალისტური ორგანიზაციები (ასოციაციები, ფონდები), თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ მომზადებული მასალა გამოქვეყნდება მოქმედი მედიასაშუალების მიერ;
  • აუდიო-ვიზუალური პროდაქშენები;
  • ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზემოთ აღნიშნული ორგაზაციების სახელით.

გამონაკლისი: კონკრეტულ შემთხვევებში ღია მედიაჰაბს შეუძლია, რომ ჟურნალისტებსა თუ ტელეპროდიუსერებს ინდივიდუალურად, წარმომადგენლობითობის გარეშეც მისცეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლობლობა. ამ შემთხვევებში არ იქნება აუცილებელი, რომ მონაწილე წარმოადგენდეს რომელიმე მედიასაშუალებას. შესაბამისად, თუკი კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბლოგერები, ვიდეობლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები, მათ უნდა დაასაბუთონ, რა აუდიტორიაზე აქვთ და ექნებათ წვდომა.

ბიუჯეტი

მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი პროპორციული იქნება კონკრეტული ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტის საბაზრო ფასებთან. დაფინანსება მოხდება ფორმატის, მაგალითად, ქრონომეტრაჟის შესაბამისად, მაქსიმუმ 8 000 ევროთი.

  • ონლაინ მასალა, Long Read - მაქსიმუმ 1 500 ევრო;
  • 12-წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი + სოციალური მედიის 3 პროდუქტი + 1 ონლაინ მასალა, Long Read: 5 000 ევრო;
  • 26-წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 4 500 ევრო;
  • 52-წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 8 000 ევრო.

მისაღებია რამდენიმე წინადადება ერთი და იგივე აპლიკანტისგან, ღია მედიაჰაბის გასულ კონკურსებში მონაწილეობის ჩათვლით.

აპლიკაცია

ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, საგარანტიო წერილი, ბიუჯეტი, მონაწილის დოკუმენტი და რისკების შეფასების ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს შევსებულ ონლაინ ფორმასთან ერთად.

სხვა ინფორმაცია

  • რეგისტრაციის ვადა: 19 აგვისტო, 2018;
  • შედეგების გამოქვეყნება: 17 სექტემბერი, 2018;
  • გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება არა უგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა; ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა;
  • ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ;
  • მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებს;
  • შეკითხვებით მიმართეთ აქ;
  • აპლიკაცია შეავსეთ აქ ინლისურად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ქართულად, რუმინულად, უკრაინულად.