ტეხასის უნივერსიტეტის ელ-პასოს პროფესორმა, დევიდ ნოვიკმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც მან "კონფეტი" უწოდა.

საქმე ის არის, რომ როდესაც ფოტოს უყურებ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მასზე გამოსახული წრეები ოთხი განსხვავებული ფერისაა.

სინამდვილეში კი ყველა წრე, რომლის ირგვლივაც მრავალფეროვანი ხაზებია გავლებული, RGB 248, 205, 172 ანუ ატმისფერია.

სწორედ ეს ხაზები აჩენენ ახალ თავსატეს, რომელიც ხელს გვიშლის, რომ გამოსახულება ერთ ფერში დავინახოთ.

ამერიკელმა პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ რეალური გამოსახულების აღქმაში ფოტოს ზომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ მას მთელ ეკრანზე გავშლით, მაშინ ყველა წრე დაახლოებით ერთი ფერის გახდება.