მილანმა, შესაძლოა, 2018-19 წლის ევროპა ლიგაზე მონაწილეობის მიღება შესძლოს.

CAS-მა (სპორტული არბიტრაჟი) თავისი გადაწყვეტილება, რომ მილანისთვის ევროტურნირებზე თამაშის უფლება ფინანსური ფეირპლეის დარღვევის გამო შეეჩერებინა, გაუქმებულად გამოაცხადა.

შესაბამისად მილანური კლუბი ახალ სეზონში ევროპის ლიგაზეც უნდა ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 2017-18 წლის სერია ა-ში მილანმა მე-6 ადგილი დაიკავა.