დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეცდომა გამოასწორა და ფეისბუქის განცხადებას სირიის არაბული რესპუბლიკის ბაშარ ალ ასადის დროშა დაურთო.

ფოტო: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესბულიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისქბუკი

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში მათი დელეგაცია გაემგზავრება. ნეტგაზეთის ინფორმაციით, თავდაპირველად პოსტში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშაზე სირიის მეამბოხეთა დროშა იყო მიმაგრებული. მწვანე, თეთრი და შავი ფერებისგან შემდგარ დროშას შუაში სამი ვარსკვლავით სირიის მეამბოხეები იყენებ, რომლებიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს 2011 წლიდან ებრძვიან. ისინი ასადის რეჟიმს არ აღიარებენ, შესაბამისად, სირიის ამჟამინდელ დროშასაც არ იყენებენ. ფოტოზე მოყვანილი დროშა 1932-1985 წლებში სირიის რესპუბლიკისა და 1961-1963 წლებში სირიის არაბთა რესპუბლიკის სიმბოლო იყო.