American Horror Story-ის შემქმნელებმა მერვე სეზონის თემა გაამხილეს. როგორც შოუს ახალი პოსტერიდან ვიგებთ, მკვლელი სახლის, ფსიქიატრიულის, ფრიკ-შოუს, სასტუმროს, როანოკისა და კულტის შემდეგ, აპოკალიფსი გველოდება.

A post shared by American Horror Story (@ahsfx) on

ჟურნალისტებს სერიალის ახალმა პოსტერმა რომან პოლანსკის საკულტო ფილმი, როზმარის ჩვილი გაახსენა, თუმცა უცნობია იქნება თუ არა იდეური კვეთა კინოსურათსა და ფილმს შორის.

როგორც უკვე იცით, რაიან მერფის სერიალის, AHS, მერვე სეზონში წინა სეზონების - Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს ვიხილავთ. როგორც სერიალის შემქმნელი გვარწმუნებს, ჯადოქრებს მერვე სეზონში დიდი ამბები ელით.

ამ ამბავს გამოეხმაურა ემა რობერტსიც და ინსტაგრამზე ფანებს ვიდეოთი მიმართა. როგორც აღმოჩნდა მისი ჯადოქარი პერსონაჟი, მედისონი, რომლის როლსაც Coven-ში ასრულებდა, შოუში ბრუნდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაიან მერფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ შოუს მერვე სეზონში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკვე ყველა ჯადოქარმა მიიღო შეთავაზება და მათი ნაწილი ამ წინადადებას დასთანხმდა კიდეც.

შესაბამისად, დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯესიკა ლენგის პერსონაჟი ფიონა გუდი ახალ სეზონში დაბრუნდება.

"ეს იქნება ყველა წინა სეზონისგან განსხვავებული ნაწილი", - უთხრა მერფიმ ჟურნალისტებს.

შოუს მერვე სეზონში კვლავ ვიხილავთ სარა პოლსონს, ივან პეტერსსა და კეტი ბეიტსს. დადასუტებულია ისიც, რომ სერიალში ლეგენდარული ჯოან კოლინზი ითამაშებს.

სერიალის პრემიერა 12 სექტემბერს შედგება.