ეგვიპტეში 2 000 წლის სარკოფაგი გახსნეს და მასში წყევლის ნაცვლად სხვა რამ იპოვეს
დაახლოებით ორი კვირის წინ, ეგვიპტეში არქეოლოგებმა უზარმაზარი სარკოფაგი იპოვეს, რომელიც 2 000 წლის განმავლობაში ხელშეუხებლად იყო შენახული.
მის გარშემო უამრავი კითხვა გაჩნდა - რას ინახავდა სარკოფაგი? საბერძნეთის იმდროინდელი ლიდერის, ალექსანდრე მაკედონელის ნაშთს, თუ ძველეგვიპტურ სასიკვდილო წყევლას?
ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, სარკოფაგი გახსნეს და ექსპერტებს ორივე კითხვაზე უარყოფით პასუხები აქვთ.
სარკოფაგის შიგნით არასამეფო წარმომავლობის სამი მუმია აღმოჩნდა. ისინი მოწითალო-მოყავისფრო სითხეში იწვნენ, რომელსაც გაუსაძლისად ცუდი სუნი ჰქონდა.
როგორც აღმოჩნდა, არქეოლოგებს 5 სანტიმეტრზეც არ ჰქონდათ თავსახური აწეული, როცა სარკოფაგიდან გოგირდისმაგვარი სუნი ამოვარდა და ისინი იძულებულნი გახდნენ, ადგილი დაეტოვებინათ. დასახმარებლად მათ ეგვიპტის სამხედრო ინჟინრებს მიმართეს.
ნაპოვნი ნაშთები, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს მიეუკთვნებოდნენ, თუმცა მუმიები არც ისე კარგ მდგომარეობაში იყვნენ და მათი მხოლოდ ძვლები იყო გადარჩენილი.
ერთ-ერთ თავის ქალას ნახვრეტი ჰქონდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის სავარაუდოდ მებრძოლი იყო და ისრით მოკლეს.
ეგვიპტის სიძველეების უზენაესი საკონსულოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული შიშისა, რომ სარკოფაგის "შეწუხებით" ფარაონის წყევლას გააღვიძებდნენ, მსგავსი არაფერი მომხდარა
"გავხსენით, და მადლობა ღმერთს, სამყარო უკუნითმა სიბნელემ არ მოიცვა. პირველი ვიყავი, ვინც სარკოფაგში ჩაიხედა და ხომ ხედავთ, თქვენ წინაშე ვდგავარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ", - იხუმრა მან ჟურნალისტებთან.
სარკოფაგი ორი მეტრის სიმაღლის და სამი მეტრის სიგრძისაა. ის 27 ტონას იწონის და უდიდესია მათ შორის, რაც აქამდე უპოვიათ. სარკოფაგი ელინისტურ ეპოქაში დაამზადეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 323 წელს დაიწყო, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები