ლივერპულმა მეკარე ალისონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მერსესაიდულმა კლუბმა რომას 25 წლის გოლკიპერი ალისონი დაიმატა. რომაელები თავდაპირველად 62.5 მილიონ ევროს მიიღებენ, ბონუსის სახით კი თანხა, შეიძლება, 10 მილიონით გაიზარდოს.

ამრიგად, ალისონ ბეკერი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. აქამდე რეკორდი ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნოდა.

2001 წელს ტურინის იუვენტუსმა ბუფონის სანაცვლოდ პარმას 52 მილიონი ევრო გადაუხადა და ეს დღემდე მეკარისთვის გადახდილი სარეკორდო თანხა იყო.

"ამ კლუბში და ოჯახში ყოფნა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია", - განაცხადა ალისონმა.