ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალ ტუსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ტყიბული შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. დონალ ტუსკის განცხადების ქართული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.

16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ 4 მუშა გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25-ვე შახტი გამოძიების დასრულებამდე დალუქა. საქმის შეფასებისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ ხელფასები. პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.