დონალდ ტუსკი: საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ურთიერთობათა დალაგებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალ ტუსკიმ პრემიერთან შეხვედრა ტყიბულის ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო. მან სამძიმარი გამოუცხადა ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. დონალ ტუსკის განცხადების ქართული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ ევროპის კავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან.
"პრემიერ-მინისტრმა და მე შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა ამბიციური ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა და ყოველივე ამაში ვითვალისწინებთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.
შეხვედრაზე ტუსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერ მხარდამჭერად. მხარეები ამ ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებაზე შეთანხმდნენ და რეგიონში არსებული სიტუაციაც განიხილეს. ტუსკის თქმით, საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და "ხიდების აგების" სფეროში.
"ევროკავშირი აფასებს ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევას და ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის აფასებს საქართველოს კონსტრუქციულ როლს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, ისევე როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.
ტუსკიმ 2008 წლის აგვისტოს 10 წლისთავზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აღუთქვას ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა. ევროპის კავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, მისი გამძლეობის და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.
ამ კონტექსტში დონალდ ტუსკიმ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ახალ სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს.
"მზად ვართ, ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ", - განაცხადა ტუსკიმ.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები