შვედეთი ევროკავშირის ქვეყნებს მასშტაბური ხანძრის ქრობის პროცესში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The independent ავრცელებს.

ძლიერმა ცეცხლმა შვედეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. ხელისუფლებამ 10 000-ობით ადამიანს მოუწოდა დარჩეს სახლებში და არ გააღონ ფანჯრები, რათა კვამლი აირიდონ.

ქვეყნის სამოქალაქო შესაძლებლობების სააგენტომ განაცხადა, რომ იტალიის ორი თვითმფრინავი უკვე ჩაერთო ცეცხლის ქრობის ოპერაციაში, ნორვეგიამ კი ექვსი თვითმფრინავი გააგზავნა.

შვედეთში მსგავსი სიძლიერის ხანძარი ბოლო 12 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში სტიქიამ სამი ათასი ჰექტარი გადაწვა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ცეცხლი დამატებით 1 400 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოედო. ტყის მასივზე ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ ახერხებენ. ხანძრის გავრცელების საშიშროება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს.