სამხრეთ კორეასა და საბერძნეთში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, ხუთზე მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში, ალცჰაიმერის რისკი ქალებში 70%-ით იზრდება.

კვლევაში 3 500-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, ისინი 60 წელს იყვნენ გადაცილებულნი და მათი საშუალო ასაკი 71 წელი იყო.

კვლევაში მონაწილე ქალები, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავდათ და დემენციის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, კოგნიტური ტესტებში მაინც უფრო დაბალ მაჩვენებელს იღებდნენ, ვიდრე ის ქალები, რომლებსაც მათზე ნაკლები შვილი ჰყავდათ.

მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც ერთი ან ორი დაუსრულებელი ორსულობა ჰქონდათ, ალცჰაიმერით დაავადების უფრო ნაკლები რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არასდროს ყოფილა ორსულად. ხოლო იმ ქალებს, რომლებსაც ორსულობის შეწყვეტა მოუხდათ, დაავადების თითქმის 50%-იანი რისკი ჰქონდათ.

ამ დროისთვის, მხოლოდ ამერიკაში, 5,5 მილიონზე მეტ ადამიანს ალცჰაიმერი აქვს, მათგან 3,4 მილიონი ქალია. 60 წლის შემდეგ, ქალებს ალცჰაიმერითა და ძუძუს კიბოთი დაავადების ერთნაირი რისკები აქვთ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ალცჰაიმერის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს მეტ დროს აძლევს ცხოვრების ძველი რიტმის შესანარჩუნებლად და მაშინაც კი, როცა დაავადება პროგრესირებს, მისი სიმპტომები ნაკლებად რთულად გადასატანი ხდება.