ჟოზე მოურინიოს თქმით, მანჩესტერ იუნაიტედის წინასასეზონო მზადება ძალიან ცუდად მიდის, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისვენებს, ალექსის სანჩესი კი გუნდთან ერთად ვიზის პრობლემების გამო ვერ ვარჯიშობს.

მანჩესტერი კალიფორნიაშია, გუნდს კი არ ჰყავს შემდეგი ფეხბურთელები: სანჩესი, პოგბა, ლუკაკუ, ფელაინი, რეშფორდი, ლინგარდი, როხო, იანგი, დე ხეა, მატიჩი, ფრედი და ფილ ჯონსი.

"ვღელავ, რადგან ყველასთან ერთად ვერ ვვარჯიშობ და პრემიერ ლიგის დაწყება უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელების გარეშე მომიწევს. [...] ყველაფერი ძალიან ცუდადაა. [...] თუმცა, რაცაა, ესაა და რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

პორტუგალიელი მწვრთნელი ასევე იმედოვნებს, რომ პოგბა ისეთი სეზონის ჩატარებას მოახერხებს, როგორაც მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი ჩაატარა.

"იმედი მაქვს, პოგბა მიხვდება, თუ რატომ იყო ასეთი კარგი (მსოფლიო ჩემპიონატზე). მან ეს უნდა გააცნობიეროს, რადგან მართლა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა".