ალბათ გგონიათ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მათი პოპულარობის გამო რესტორენებსა თუ ბარებში მომსახურების ფულს არ ახდევინებენ. თუმცა ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, ამის ნათელი მაგალითი კი ალეკ ბოლდუინის თავს გადამხდარი ისტორიაა.

მსახიობმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი რესტორანი საჭმლის საფასურის გადახდის გარეშე დატოვა.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი მომსახურე პერსონალს არ გამორჩენია და მას მიმტანები დაედევნენ, რომლებმაც ბოლდუინს ჩეკზე ხელი პირდაპირ მანქანაში მოაწერინეს.