იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი
"რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს რაიმე მეზობლების სახელით, რადგანაც საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნატოს გენმდივანმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე.
"ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა და ამაზე ჩვენი რეაქცია იქნება უკიდურესად ნეგატიური", - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, Fox News-ის წამყვანს, კრის ვოლასს, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დასმულ კითხვაზე.
იენს სტოლტენბერგმა პუტინის ნათქვამს "პროვოკაციული მუქარა" უწოდა და თქვა, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია:
"დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ არ შეუძლიათ უბრძანონ რაიმე პატარა სახელმწიფოს. საქართველო და ნატოს 29 ქვეყანა თავად გადაწყვეტენ, როდის გახდება ის წევრი, რუსეთს ამასთან არაფერი ესაქმება. 29-ვე ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, რომ გაგრძელდება მხარდაჭრა, მათ შორის პოლიტიკური".
იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია რუსეთის ამგვარი ხედვა. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს თავისი ძველი გავლენის სფეროები აღადგინოს:
"დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადასინჯონ თავიანთი პოზიციები. ნორვეგია, პატარა სახელმწიფო, როდესაც შეუერთდა ნატოს, 1949 წელს, არასოდეს არ შევეგუებოდი იმას, რომ საბჭოთა კავშირს ეკარნახა, თუ რისი უფლება ჰქოდნა ნატოს და რისი - არა".
ჰელსინკის სამიტის შემდეგ, 17 ივლისს Fox News-თან ინტერვიუში, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ან საქართველოს გაწევრიანება ნატოში პირდაპირი და დაუყოვნებლივი საფრთხეა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები