გახსოვთ ლილუ მეხუთე ელემენტიდან და მისი უცნაური თეთრი და სტაფილოსფერი კოსტიუმი? ალბათ სწორედ ის იყო მაიამიში მდებარე ბრენდის Black Tape Project-ის დიზაინერების შთაგონების წყარო, როცა წებოვანი ლენტებით საცურაო კოსტიუმების შექმნა გადაწყვიტეს.

მოდელებმა კოლექცია მაიამიში გამართულ საცურაო კვირის შოუზე უკვე წარადგინეს. ექსპერიმენტული სტილის ეს "სამოსი" მეტისმეტად გამბედავია და ამავდროულად, სუსტი გულის პატრონებისთვის არ არის, რადგანაც მათი სხეულიდან მოხსნა, ცოტა არ იყოს, მტკივნეული ჩანს.

თუმცა ამ კოსტიუმებს კარგი მხარეებიც აქვთ - მათი შექმნა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, თუ საცურაო კოსტიუმი თან არ გექნებათ და ასევე, მასში თქვენი სხეულის კარგად წარმოჩენას შეძლებთ.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images