ევროპულმა კომისიამ Google 4.3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა - რა გახდა ამის მიზეზი?
ევროპულმა კომისიამ Google რეკორდული თანხით, 4.3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. კომისიის მტკიცებით, გუგლი არალეგალურად იყენებდა ანდროიდის ოპერატიულ სისტემებს ბაზარზე თავისი დომინანტობის განსამტკიცებლად.
ევროპულმა კომისიამ Google-ს 90 დღე მისცა, რათა შეცვალოს თავისი ბიზნეს მოდელი და მსგავსი რამ აღარ დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას დამატებითი ჯარიმები დაუწესდება. კერძოდ, თუკი გუგლი არ შეცვლის არსებულ პრაქტიკას, მას დამატებით ყოველდღიური საშუალო შემოსავლის 5%-ის გადახდა მოუწევს ჯარიმის სახით.
Google აპირებს, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ჯარიმის გადახდას მაინც დააკისრებენ, Google საურავს მარტივად გადაიხდის, რადგან 2018 წლის მარტში მისი რეზერვების საერთო მოცულობამ 103 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული კომისიის კონკურენციის მარეგულირებელმა კომისარმა და გუგლის წინააღმდეგ სარჩელის განმხილველმა, მარგეტ ფესტაგერმა განაცხადა, რომ გუგლის ასეთი პოლიტიკა მომხმარებლებს არჩევანს უზღუდავდა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მწარმოებლებს მისცემს საშუალებას, რომ ჭკვიანი მოწყობილობები გუგლისგან განსხვავებული ანდროიდის სისტემებით აწარმოონ. მაგალითად, როგორიცაა ამაზონის Fire OS. მისი თქმით, მწარმოებლებს ამის საშუალება წარსულში ნაკლებად ჰქონდათ.
"ეს შეცვლის ტექნოლოგიების ბაზარს", - განაცხადა მარგეტ ფესტაგერმა.
ბრალდებების საპასუხოდ Google-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ ბლოგი გამოაქვეყნა.
"სწრაფი ინოვაციები, ფართო არჩევანი და დაბალი ფასები კლასიკური ნიმუშებია ჯანსაღი კონკურენციისა და ამის შესაძლებლობა ანდროიდმა ყველას მისცა", - წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
"დღევანდელი გადაწყვეტილება უარყოფს იმ ბიზნეს მოდელს, რომელსაც ანდროიდი მხარს უჭერს. ამ ბიზნეს მოდელმა შექმნა გაცილებით მეტი არჩევანი ყველასთვის და არა ნაკლები", - წერს სუნდარ პიჩაი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარგერ ფესტაგერი გუგლს აჯარიმებს. წარსულში მან კომპანია 2.4 მილიარდი ევროთი დააჯარიმა, თუმცა ეს გადაწყვეტილება გასაჩივრების პროცესშია.
გარდა ამისა, ფერსტაფერის გუნდი გუგლის სარეკლამო ბიზნესის, AdSense-ს წინააღმდეგ მესამე გამოძიებასაც ატარებს.
რას ედავება ევროპული კომისია Google-ს?
ფერსტაგერის გუნდის მტკიცებით, გუგლმა სამი არალეგალური ქმედება ჩაიდინა:
- გუგლი სმარტფონებისა და ტაბლეტების მწარმოებლებს სთხოვდა, რომ განეახლებინათ და დაეყენებინათ აპლიკაცია Google Search და მისი ბრაუზერი Google Chrome, რათა სანაცვლოდ მის Play Store-ზე მიეცა წვდომა.
- გუგლმა დიდი ფული გადაუხადა ანდროიდის მოწყობილობების მწარმოებლებს, რათა მათ ექსკლუზიურად დაეყნებინათ Google-ს აპლიკაციები.
- გუგლი უკრძალავდა მწარმოებლებს ისეთი ჭკვიანი მოწყობილობების გაყიდვას, რომლებსაც ანდროიდის სხვა ვერსიაზე მუშაობდნენ. კომპანია ემუქრებოდა მწარმოებლებს, რომ არ მისცემდა გუგლის აპლიკაციების განახლებებზე წვდომას.
ფერსტაგერი აღიარებს, რომ ანდროიდის გუგლისეული ვერსია მომხმარებლებს არ უზღუდავდა სხვა საძიებო სისტემებისა თუ ბრაუზერების გადმოწერას ან ანდროიდის სხვა ვერსიის დაყენებას. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მომხმარებლების მხოლოდ 1% იწერს სხვა საძიებო სისტემებს, ხოლო 10% სხვა ბრაუზერს.
"ვინაიდან უკვე დაყენებული აპლიკაციები გაქვს და ისინი მუშაობს, აღარ გიჩნდება საკმარისი ინტერესი, რომ სხვა საძიებო სისტემა ან ბრაუზერი მოძებნო", - ამბობს მარგეტ ფესტაგერი.
რას ითხოვს ევროპული კომისია გუგლისგან?
მარგეტ ფესტაგერი გუგლისგან ითხოვს, რომ შეწყვიტოს არსებული პრაქტიკა და სამართლიანი თამაშის წესებით ითამაშოს. გარდა ამისა, კომისია დაწესებული ჯარიმის გადახდასაც ითხოვს.
ამ დროისთვის, გუგლი თავის მომხმარებლებს Google Chrome-ს პირველად გამოყენებისას სთავაზობს იანდექსისა და Mail.ru-ს შორის არჩევანს. მომხმარებლებს შეუძლიათ, გუგლის საძიებო სისტემის ნაცვლად, ორ რუსულ კომპანიას შორის გააკეთონ არჩევანი.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები