მობილურმა ოპერატორმა "ვიონი საქართველო" (ბრენდი ბილაინი) პეკინის გამზ. 17-ში, ბილაინის ახლადგახსნილ მაღაზიაში Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზების თაობაზე განაცხადა. 16 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ ბილაინის მაღაზიებში, მომხმარებელს შესალებლობა აქვს Huawei Y5 (2017) სპეციალურ ფასად - 299 ლარად შეიძინოს.

ხსენებული ფასი მოქმედია ერთიანი გადახდისას, განვადების შემთხვევაში ასევე სპეციალური ფასებია ძალაში:

  • 12-თვიანი განვადებისას 28.75₾ თვეში;
  • 18-თვიანი განვადებისას 19.84₾ თვეში;
  • 24-თვიანი განვადებისას 15.76₾ თვეში.

Huawei Y5 (2017) შეძენისას, მომხმარებელი ბილაინისგან საჩუქრად მიიღებს თვეში 5 გბ მობილურ ინტერნეტს, სამი თვის განმავლობაში.

ტელეფონის შესაძენად მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბილაინის მაღაზიებს. საქართველოს მასშტაბით ბილაინს 36 მაღაზია აქვს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ბილაინის საიტს ეწვიოთ.