კანადაში, კვებეკში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე ახალ ზელანდიელი მუსიკოსი ლორდი გიორგი ქებურიას კოსტიუმით გამოვიდა. ყვითელი სამოსი, რომელიც ფესტივალის ჰედლაინერს ეცვა, ქართველმა დიზაინერმა გაზაფხული-ზაფხული 2018-ის კოლექციაში წარადგინა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ლორდის ქებურიას სამოსი აცვია. მას ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში გამართულ კონცერტზე ეცვა იგივე დიზაინის ცისფერი კოსტიუმი.