გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატად ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ოპოზიციურმა მოძრაობამ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს, 17 ივლისს წარადგინა. კანდიდატის წარდგენის ღონისძიება ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მიმდინარეობს.

მოძრაობა ძალა ერთობაშია 10 ოპოზიციური პარტიას აერთიანებს:

  1. ახალი საქართველოსთვის;
  2. ემსახურე საქართველოს;
  3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
  4. სახელმწიფო ხალხისთვის;
  5. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია;
  6. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
  8. ახალი საქართველო;
  9. საქართველო ლიდერთა შორის;
  10. საქართველოს ევროპელი დემოკრატები

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრია. ის 2008 წელს წინა მთავრობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მანამდე კი კულტურის მინისტრი იყო.