იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა, შესაძლოა, ავსტრალიის ჩემპიონატში საფეხბურთო კარიერა დაიწყოს.

31 წლის სპორტსმენი ავსტრალიურ კლუბ ცენტრალ კოსტ მარინერსში ექვსკვირიან შემოწმებას გაივლის.

თუ იგი თავის წარმოჩენას მოახერხებს, მას ერთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ცნობილია, რომ ბოლტი რამდენიმე ხნის წინ დორტმუნდის ბორუსიაში ვარჯიშობდა.

იგი 8-გზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია. გარდა ამისა, მის სახელზე 8 მსოფლიო რეკორდია.