როდესაც ლეგენდარული და ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავი ხარ, შენმა სახელმა შეიძლება საუკუნეებსაც კი გაუძლოს, რაც სასიხარულო ამბავია.

სამწუხაროა ის, რომ არსებობენ უკვდავი შემსრულებლები, რომლებმაც თავიანთი მუსიკალური შემოქმედებით მართლაც უდიდესი კვალი დატოვეს, მაგრამ დღეს ცოცხლები აღარ არიან.

სწორედ ამიტომ, ბობ მარლის, ჯონ ლენონის, ჯენის ჯოპლინისა და სხვა ვარსკვლავების სიბერის გამოსახვაზე მსოფლიოში ცნობილმა ფოტოშოპ-არტისტებმა იმუშავეს.

ნახეთ 15 ფოტო და გაიგეთ როგორები იქნებოდნენ ცნობილი მუსიკოსები, დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ.

1. ელვის პრესლი

ფოტო: sachsmedia

ელვისს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც როკ-ენ-როლის მეფეს.

2. კურტ კობეინი

ფოტო: sachsmedia

კურტ კობეინი ჯგუფ ნირვანას ვოკალისტი იყო, რომელიც კრისტ ნოვოსელიჩთან ერთად 1987 წელს დააარსა.

3. ბობ მარლი

ფოტო: sachsmedia

რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილი შემსრულებელი ბობ მარლი იამაიკური მუსიკის მთავარ სიმბოლოდ არის აღიარებული.

4. ჯონ ლენონი

ფოტო: sachsmedia

ჯონ ლენონი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ჯგუფის The Beatles-ის ერთ-ერთი წევრი იყო.

5. ჯიმი ჰენდრიქსი

ფოტო: sachsmedia

ის როკ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გიტარისტად აღიარეს.

6. ჯენის ჯოპლინი

ფოტო: sachsmedia

ჯენის ჯოპლინი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განსკუთრებული ხმის ტემბრით.

7. ჯიმ მორისონი

ფოტო: sachsmedia

ჯიმ მორისონი ჯგუფი The Doors-ის წამყვანი ვოკალისტი იყო, რომელიც 1965 მეგობრებთან ერთად დააარსა.

8. კარენ კარპენტერი

ფოტო: sachsmedia

კარენ კარპენტერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი იყო, სამწუხაროდ ის 1983 წელს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

9. დენის უილსონი

ფოტო: sachsmedia

Beach Boys-ის ერთ-ერთი წევრი დენის უილსონიც საკმაოდ ახალგაზრდა, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

10. ბობი დარინი

ფოტო: sachsmedia

ბობი დარინი როკ-ენ-როლის უბადლო შემსრულებელი იყო.