გრეის ანატომიის ვარსკვლავები სანდრა ოს ემის ისტორიულ ნომინაციას ეხმიანებიან
გრეის ანატომიის ყოფილმა ვარსკვლავმა, სანდრა ომ სერიალში Killing Eve შესრულებული როლისთვის ემის ნომინაცია მიიღო.
სანდრამ სერიალში ბრწყინვალედ ითამაშა და რა თქმა უნდა ეს ნომინაციაც დაიმსახურა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ერთი რიგითი ნომინაცია. სანდრა გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელიც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარადგინეს დრამატული სერიალის კატეგორიაში. დიახ, ემის 70-წლიან ისტორიაში, არასდროს არც ერთი აზიური წარმომავლობის მსახიობი არ მოხვედრილა ამ კატეგორიაში.
ეს ამბავი ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ სანდრას დიდი ხნის მეგობრებსა და კოლეგებს გრეის ანატომიიდან და ეს დიდებული მომენტი მასთან ერთად გაიზიარეს.
არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პირველი მილოცვა სანდრას მეგობარს, ელენ პომპეოს ეკუთვნოდა.
"დიახ!!! ძალიან ბედნიერი ვარ სანდრას გამო, რომელმაც ეს [ემი] იმაზე მეტად ეკუთვნის, ვიდრე ყველა სხვა დანარჩეს", - წერს ელენ პომპეო.
სანდრას ნომინაციას გამოეხმაურა ალექს კარევის როლის შემსრულებელი ჯასტინ ჩემბერსიც, რომელმაც მართალია მხოლოდ ამ ამბის შესახებ დაწერილი ნიუსი გააზიარა, მაგრამ თუ მის აქტიურობას გავითვალისწინებთ სოციალურ ქსელებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მისი მხრიდან უდიდესი ნაბიჯია.
სამაგიეროდ, ერთი მილოცვით არ შემოიფარგლა ელენ პომპეო და მეგობრის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ერთი სული მაქვს როფის მოვისმენ შენ სიტყვას გამარჯვების შემდეგ, რომელიც ბევრს გვატირებს და ასევე გვაცინებს, ამაში დარწმუნებული ვარ"
უყურადღებობ არ დაუტოვებია ეს ისტორიული მომენტი კევინ მაკკიდს
"შესანიშნავია! მიყვარხარ!"
სანდრა ოს ინსტაგრამიდან მიულოცა იზი სტივენსის როლის შემსრულებელმა
"უბედნიერესი ვარ იმით, რომ ჩემი ძველი კოლეგა და მეგობარი სანდრა ო ემის ნომინანტთა სიაში მოხვდა. მან ეს ნამდვილად დაიმსახურა იმ არაჩვეულებრივი როლისთვის, რომელიც ჩემს ახალ ფავორიტ სერიალში შეასრულა. გილოცავ ჩემო ძველო მეგობარი!", - წერს სანდრა ო.
და ვინ თუ არა შონდა რაიმსი? რა თქმა უნდა სანდრა ო ყურადღების გარეშე არც მას და არც მისმა კომპანიას დაუტოვებია.
"შონდალენდში ლამაზი დღე გათენდა! ჩვენ უბედნიერესები ვართ სანდრა ოს გამო, რომელმაც ისტორია შექმნა და გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ეს ნომინაცია მიიღო"
ამ საყოველთაო აღფრთოვანებას ჩვენც ვუერთდებით და ამ არაჩვეულებრივ მსახიობს ვულოცავთ ემის ისტორიულ ნომინაციას!
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები