რუსეთის პანკ აქტივისტების ჯგუფის, ფუსი რაიოთის ოთხ წევრს რუსთის სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე სტადიონზე შეცვივდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ მაყურებლის უფლებების დარღვევისა და პოლიციის უნიფორმის არალეგალურად ტარების მუხლებით.

დაკავებულებს ასევე აეკრძალათ მომავალი სამი წლის მანძილზე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება.

ფუსი რაიოთის განცხადებით, მათი პროტესტი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ იყო მიმართული.

დაკავებიდან თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ფუსი რაიოთის წევრებთან ადვოკატს არ უშვებდნენ.