1990 წელს პაველ ბალენოვიჩის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მონაკვეთი ესენიცეში მობინადრე მგლებს ეძღვნება. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ეპიზოდში 5 წლის ლუკა მოდრიჩიც ჩანს, რომელიც თხებს მწყემსავს.

თავად ბალენოვიჩის თქმით, მომენტი, რომელშიც პატარა მოდრიჩი დგას, მთელი ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო კადრია.

ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც რეალთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო და რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც ითამაშა.