"ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა და ამაზე ჩვენი რეაქცია იქნება უკიდურესად ნეგატიური", - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, Fox News-ის წამყვანს, კრის ვოლასს, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დასმულ კითხვაზე.

"ეს [უკრაინის ან საქართველოს გაწევრიანება ნატოში] პირდაპირი და დაუყოვნებლივი საფრთხეა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გუშინ, 16 ივლისს ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამიტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.