მსახიობი ტიმოთი შალამე დენის ვილნევის ახალ, ორ ნაწილიან ფილმში, Dune, მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმი ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების კლასიკად ქცეული რომანების ეკრანიზაცია იქნება.

სიუჟეტი პლანეტა არაკისზე, იგივე დიუნაზე 10 991 წელს მიმდინარეობს. ეს არის ბრძოლის არენა ბოროტების, დიდსულოვნების, ხიფათებისა და ინტრიგებისთვის. გიგანტური ქვიშის ჭიები დარაჯობენ ფასდაუდებელ განძს - რომლის მეშვეობითაც დროში და სივრცეში მოგზაურობა შესაძლებელი ხდება. ის ვინც აკონტროლებს ამ განძს, აკონტროლებს სამყაროსაც. დიუნას ხალხი ელოდება მესიის მოსვლას, რომელიც წაიყვანთ მათ წმინდა ომზე ბოროტი დინასტიის წინააღმდეგ. მათი მესია გახდება ახალგაზრდა პოლ ატრეიდსი, ჰერცოგ ლიტოს ვაჟი, რომელიც მოკლეს ხარკონენებმა იმპერატორის ბრძანებით. პოლს დიდი მისია დაეკისრა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მთელი გალაქტიკის იმპერიის ბედს.

ამავე რომანის ერთი ეკრანიზაცია უკვე არსებობს და ის დევიდ ლინჩმა გადაიღო, თუმცა როგორც ვილნევი ამბობს მისი ვერსია სრულიად განსხვავებული იქნება.