როგორც უკვე იცით, წარმატებული მეორე სეზონის შემდეგ, Stranger Things-ის გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა უკვე დაიწყო. სიუჟეტის 1985 წლის ზაფხულში განვითარდება, წინა სეზონის ისტორიიდან 1 წლის შემდეგ.

ხანგრძლივი ლოდინი დასრულდა და ნეტფიქსმა შოუს პირველი ოფიციალური ტიზერიც გაავრცელა:

მესამე სეზონთან დაკავშირებით ტიზერი ბევრს არაფერს გვიყვება, ერთდერთი რასაც ვიგებთ არის ის, რომ ჰოუკინსში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება, რომლის ერთ-ერთ მაღაზია Ahoy-შიც სტივი ნაყინებს ყიდის, აქვე ვიცნობთ ახალ პერსონაჟ რობინსაც, რომლის როლსაც მაია ჰოუკი ასრულებს.

გარდა ამისა, მოლის გახსნის თარიღად ტიზერში "შემდეგი ზაფხული" სახელდება, რაც ბევრისთვის მინიშნება გახდა იმისა, თუ როდის გამოვა სერიალის მესამე სეზონი.

მესამე სეზონზე ვიცით ისიც, რომ ძველ პერსონაჟებთან ერთად რამდენიმე ახალსაც ვიხილავთ. შოუს დაემატა მსახიობი ფრანჩესკა რიალე, რომელიც ჰეიზელრის, ჰოუკინსის საცურაო აუზის მაშველის როლს მოირგებს და თუ შოუს შემქმნელებს დავუჯერებთ, ის მესამე სეზონის ყველაზე მისტიკური ამბის ეპიცენტრში იქნება.

ფრანჩესკა რიალეს გარდა, შოუს მესამე სეზონს ორი მსახიობი - ქერი ელვისი და ჯეიკ ბიუსიც დაემატა.

როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.