საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადაა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს შპს საქნახშირი, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების უფლებას ფლობს. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დღეს, 16 ივნისს ტყიბულის შახტში კიდევ 4 მუშა დაიღუპა.

"ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია საქნახშირში ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს", - აღნიშნულია განცხადებაში.