ამერიკელი მაიკლ საკასეგავა 39 წლის არის და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, სწორედ ამ ასაკში მიიღო.

საქმე ის არის, რომ ის ქუჩაში მგორავ ლიმონს დაედევნა და თითქმის ორ წუთიანი ვიდეო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა კიდეც.

ერთ-ერთ ინტერვიუში მაიკლი ამბობს, რომ თავიდან არ იცოდა თუ რას მიჰყვებოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ქუჩაში 262 გრამიანი, საკმაოდ მოზრდილი მგორავი ლიმონი უპოვია, რომელიც ერთი ქუჩიდან მეორეზე მოგზაურობით იყო გართული.

ვიდეო, რომელიც 1 წუთი და 51 წამი გრძელდება ინტერნეტის ჰიტად იქცა და მას უკვე 6 მილიონი ნახვა აქვს.

მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ მაიკლის მიერ გადაღებულ ვიდეოს და წერენ, რომ ვერაფრით ხვდებიან თუ რამ აიძულათ ასეთი უცნაური ვიდეო თავიდან ბოლომდე ეყურებინათ.

თუმცა ფაქტია, რომ უცნაური პოსტის ავტორი ინტერნეტის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, რადგან მას აქტიურად უკავშირდება პრესა და ინტერვიუებს ართმევს.

ყველაზე პოპულარული ლომონის მფლობელს კი ისღა დარჩენია, რომ გადაწყვიტოს, ის ჩაისთან ერთად მიირთმევს, თუ ეზოში დარგოს და მის მიმართ მადლიერება ასე გამოხატოს.