ბრიუს უილისის წყალობით უკვე ვიცით ზუსტი პასუხი იმაზე, არის თუ არა 1988 წელს გადაღებული ჰოლივუდის კლასიკა, კერკეტი კაკალი საშობაო ფილმი.

Comedy Central Roast-ზე გამოსვლის დროს, მსახიობმა ბოლოს და ბოლოს თქვა, რომ კერკეტი კაკალი, რომელსაც ხშირად სადღესასწაულო ფილმების რიცხვს მიაკუთვნებენ არ არის საშობაო კინოსურატი.

რაც შეეხება Comedy Central Roast-ს, გარდა ამ განცხადებისა, ის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ბრიუს უილისთან ერთად გამოშვებას მისი ყოფილი ცოლი დემი მურიც ესწრებოდა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან სასაცილოდ ეხუმრებოდნენ.

დემი მურმა ხუმრობების დიდი ნაწილი სწორედ მისი და უილისის ქორწინებას მიუძღვნა, რომელმაც 13 წელს გასტანა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ქორწინება ფილმ მეექვსე გრძნობას ჰგავდა, რადგან შენ გამუდმებით მკვდარი იყავი", – იხუმრა დემი მურმა.