"საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის ქონდა სწორი პოზიცია შრომის უსაფრთხოების დაკავშირებით, თუმცა, [წინა] მთავრობის ხისტმა პოზიციამ არ მოგვცა საშუალება გაგვემკაცრებინა შესაბამისი მუხლი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე მინდელის შახტში 4 მუშის სიკვდილსა და 6-ის დაშავებას.

დღეს, 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში კიდევ 4 მუშა გარდაიცვალა. დაშავებულია 6 მუშა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 16 ივლისს ტყიბულის მინდელის სახელობის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.