კონორ მაკგრეგორის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ პუტინი ჩვენი დროს ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია, ინტერნეტში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. ირლანდიელი მებრძოლის გულშემატკივრებმა და არამარტო, კონორის შეფასება დაგმეს.

გაეცანით ტვიტერზე დაწერილ რამდენიმე კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით.

ფოტო: The Sun

"წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი გულშემატკივარი დაკარგე".

ფოტო: The Sun

"შესაძლოა, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი იყო, მაგრამ, არა, პუტინი დიდი ლიდერი ნამდვილად არაა. ნუ, მანამ, სანამ მკვლელობას სიდიდის კრიტერიუმად არ განიხილავ. მკვლელობაში კი იგი ნამდვილად უბადლოა".

ფოტო: The Sun

ამ ადამიანს კონორ მაკგრეგორმა "ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიდერი" უწოდა. სირცხვილი.

ფოტო: The Sun

"მაკგრეგორს არც სინდისი გააჩნია და არც სირცხვილის გრძნობა".

ფოტო: The Sun

"აბსოლუტურად შოკირებული ვარ ინსტაგრამზე მაკგრეგორის პოსტით, სადაც იგი პუტინს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიდერად მოიხსენიებს. იგი არის დიქტატორი, რომელიც პასუხისმგებელია არაერთი ქალის, კაცისა და ბავშვის მკვლელობაზე".

ამავე თემაზე:

კონორ მაკგრეგორი: პუტინი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიდერია