რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა Emmy 2018-ის ნომინანტთა ვინაობა. მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი ანტონიო ბანდერასია, სერიალში Genius: Picasso განსახიერებული პიკასოს როლისთვის.

მსახიობის რიგით მეორე ნომინაციას გამოეხმაურა მსახიობი მელანი გრიფიტი:

"ჩემს მშვენიერი, ნიჭიერ ანტონიოს ვულოცავ ემის ნომინაციას. ის გენიალურია სერიალში Genius:Picasso", - წერს მსახიობი.

ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 1996 წელს დაქორწინდნენ და 19 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. წყვილი 2015 წელს დაშორდა.