ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ჯოან კოლინზი ლოს-ანჯელესში, American Horror Story-ს მერვე სეზონის გადაღებებზეა.

ცოტა ხნის წინ კოლინზმა ინსტაგრამზე კერი ფიშერის შვილთან, ბილი ლორდთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:

"ახლა ბილი ლორდთან, AHS-ის გადასაღებ მოედანზე ვარ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი ოჯახის სამივე თაობასთან მიმუშავია: ბილის ბებიასთან დები რეინოლდსთან, ბილის დედასთან კერი ფიშერთან და მასთან", - წერს მსახიობი.

რაც შეეხება American Horror Story-ის მერვე სეზონს, ის ეკრანზე 12 სექტემბერს გამოვა.