გისოსებს მიღმა სხვადასხვა ქვეყანაში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ხვდება, თუმცა პირობები, რომლებშიც ისინი ცხოვრების წლებს ატარებენ, გეოგრაფიული წერტილის მიხედვით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

არსებობს ქვეყნები, სადაც პატიმრებისთვის განსაკუთრებულად კარგი საცხოვრებელი პირობებია შექმნილი, რადგან გარდა იმისა, რომ ადამიანები აქ სასჯელს იხდიან, იქ მათი რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, თუმცა ყველა ქვეყანა სულაც არ იზიარებს ამ მიდგომას.

ნახეთ 15 ციხე, სადაც საცხივრებელი პირობები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებულია.

1. ნორვეგია

ფოტო: Marco Di Lauro , Bastøy prison

ჰორტენის ციხე ნორვეგიაში ყველაზე დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, რომელიც 80 შენობას, სანაპირო ზოლსა და სხვადასხვა სარეკრეაციო ზონას აერთიანებს.

2. ესპანეთი

ფოტო: Associated Press , usatoday30

გარდა იმისა, რომ არანჯეზის ციხეში საკმაოდ კარგი საცხოვრებელი პირობებია, პატიმრებს აქ ანიმაციური პერსონაჟებით მოხატულ ოთახში ოჯახის წევრებთან ერთად ღამის გატარება შეუძლიათ.

3. სალვადორი

ფოტო: Giles Clarke

ამ რკინის გალიებში ხშირად 30-ზე მეტი ადამიანია გამომწყვდეული.

4. ჰაიტი

ფოტო: Dieu Nalio Chery , Telegraph

გარდა იმისა, რომ ჰაიტის ციხეში საშინელი საცხოვრებელი პირობებია, აქ პატიმრების განსაკუთრებულად მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება.

5. მალავი

ფოტო: Luca Sola , The Guardian

მაულავის ციხის ერთ საკანში 900 პატიმარი ცხოვრობს, ტუალეტს კი 120 პატიმარი უზიარებს ერთმანეთს.

6. ნორვეგია

ფოტო: Knut Egil Wang , The New York Times

ჰალდენის ციხე ასევე ნორვეგიაში მდებარეობს და ის ქვეყნის ტერიტორიაზე, ზომით მეორე ციხეა. პატიმრებისთვის აქ არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი, რადგან დაწესებულების მთავარი დანიშნულება პატიმრების რეაბილიტაცია და გამოსწორებაა.

7. ნიდერლანდები

ფოტო: ANP , Norwegian Correctional Service

ნორგეჰივენის ციხეში თითოეული ოთახი კეთილმოწყობილია და აქ პატიმრებს ავეჯი, გათბობა, პირადი სველი წერტილი და ტელევიზორიც კი აქვთ.

8. შვეიცარია

ფოტო: swissinfo

ციხეში, რომელიც ჟენევაში 1977 წლიდან არსებობს, 115 განსხვავებული ეროვნების პატიმარი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ აქ პატიმრების მხოლოდ 7.2%-ია შვეიცარიელი.

9. კოლუმბია

ფოტო: Jan Banning , foxnews

ეს სანტიაგოს ქალების ციხეა, სადაც ისინი განსაკუთრებული თავისუფლებითა და კარგი პირობებით სარგებლობენ. გაგიკვირდებათ და ციხეს საკუთარი რესტორანი აქვს, რომელშიც პატიმარი ქალები არიან დასაქმებული.

10. რუსეთი

ფოტო: The Sun , Business Insider

შავი დელფინის ციხეში, რომელიც რუსეთში ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს, გამორჩეულად საშიში პატიმრები, მაგალითად, სერიული მკვლელები არიან მოთავსებული.

11. უგანდა

ფოტო: NTVUganda , Wikipedia

მიუხედავად იმისა, რომ ლუზირას არც თუ კარგი საცხოვრებელი პირობებია, აქ პატიმრების რეაბილიტირებას და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას მაინც ახერხებენ.

12. აშშ

ფოტო: Lizzie Himmel , thoughtco

კოლორადოს ციხეში, რომელიც 1994 წლიდან ფუნქციონირებს, ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობებია.

13. ნორვეგია

ფოტო: Reuters , Splinter News

და ისევ ნორვეგიის ერთ-ერთი ციხე, სადაც პატიმრებს ვიდეოთამაშებითა და სავარჯიშო დარბაზით სარგებლობაც კი შეუძლიათ.

14. ირანი

ფოტო: Reuters , Sky News

ტერჰანის ქალების ციხეში, სადაც ზაფხულობით განსაკუთრებულად ცხელა, საკმაოდ მძიმე ჰიგიენური პირობებია.

15. ფილიპინები

ფოტო: Adam Dean, National Geographic , dailymail

ქუიზონის საპატიმროში 20 კაცისთვის განკუთვნილ საკანში ორასამდე პატიმარი ცხოვრობს.