ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ფრენსის მაკდორმანდმა DC-ის კომიქსის ეკრანიზაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც ცნობილია, მსახიობს ახალ ფილმში ჯოკერის დედის როლი შესთავაზეს.

მოლაპარაკებები თითქმის 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე უცნობია რატომ თქვა როლზე უარი მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ფილმში ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს.

რაც შეეხება ფილმს, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მას Warner Bros. გადაიღებს, რომლის რეჟისორიც ტოდ ფილიპსი, პროდიუსერი კი მარტინ სკორსეზე იქნება.