ტყიბულის შახტში ოთხი მუშის დაღუპვის გამო პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამოუკიდებელი პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.