პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ ხელფასი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება. შახტების დახურვაზე გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც დღეს, 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა. პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

"სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ", - განცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველად ინფორმაციით, მინდელის სახელობის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

ამავე თემაზე: