ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში კიდევ 4 მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 6 მუშა.

"დაუდგენელია ჯერ მიზეზი. ვნახავთ. ის ხალხი გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გასული შემთხვევის მსგავსია რაღაც", - ამბობს საქნახშირის გენერალური დირექტორი.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.