როგორც უკვე იცით, პირველად არსებობის ისტორიაში, BBC-ს საკულტო სერიალის, Doctor Who-ში, დოქტორის როლს ქალი მსახიობი, ჯოდი ვაიტეკერი შეასრულებს.

ცოტა ხნის წინ BBC-იმ სერიალის პირველი პრომო ვიდეო გავრცელდა:

შოუს ახალი მთავარი სცენარისტისა და აღმასრულებელი პროდიუსერის, კრის ჩიბნალის განცხადებით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მეცამეტე დოქტორის როლს ქალი ითამაშებდა.

ჯოდი ვაიტეკერი ინგლისელი მსახიობია, რომელიც მაყურებელს Black Mirror-ის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდიდან, სერიალ Broadchurch-იდან და სხვა ფილმებიდან და სერიალებიდან ახსოვს.