ლეგენდარული რეჟისორის სტენლი კუბრიკის დაკარგული სცენარი 60 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში იპოვეს.

როგორც ცნობილია სცენარი, რომელიც კუბრიკმა შტეფან ცვაიგის რომანის, Burning Secret, მიხედვით დაწერა, თითქმის დასრულებულია.

სცენარზე რეჟისორი კინოკომპანია MGM-სთან ერთად მუშაობდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ფილმის გადაღება.

სცენარზე მუშაობა სტენლი კუბრიკმა 1956 წელს დაიწყო.